Sunday, July 20, 2014

ქართული კინო-მუსიკა

     პროექტი
1 პროექტის სახელწოდება: ქართული კინო-მუსიკა
2 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ ქართული მუსიკალური ხელოვნების დანიშნულება ფილმების ემოციური მხარის წარმოსაჩენად.
3 პროექტის აქტუალობა: მუსიკას განსაკუთრებული ზემოქმედება შეუძლია მაყურებელზე, სწორედ შერჩეული მუსიკალური მასალა იწვევს ადამიანის ყურადღებას, ამძაფრებს განცდას, ემოციას.
4 პროექტის მიზნები: მოსწავლეთა დაინტერესება ქართული კინო-ფილმებით,იმ კომპოზიტორთა შემოქმედებით, ვინც დიდი როლი ითამაშა ქართული კინო-მუსიკის განვითარებაში.
5 მონაწილეთა ასაკი :14 წელი
6 ვადები-ხანგრძლივობა: ერთი თვე
7 მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინტერესი ეროვნული კულტურისადმი.ისინი უკეთესად მიადევნებენ ყურადღებას ქართულ ფილმებს, მოუსმენენ მუსიკას, დაინტერესდებიან,მოიძიებენ ინფორმაციას.
8 პროექტისათვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები,მოძიებული მასალები.პროექტორი

9 პროექტის მსვლელობა: მოსწავლეების ინტერესების მიხედვით ინფორმაციული მასალის დანაწილება-კინოს სფეროდან,კომპოზიტორთა ბიოგრაფიიდან, შემოქმედებიდან,სლაიდების დამზადება.
კლასი იყოფა ჯგუფებად- თითოეული ჯგუფი წარმოადგენს დავალებას.
10 საგნებთან კავშირი, ეროვნულ გეგმასთამ კავშირი:
ქართული, ხელოვნება,მუსიკა.
მოსწავლეები განსაზღვრავენ პროექტის მიზნებს,ინაწილებენ ფუნქციებს, მოიძიებენ თეორიულ მასალას, ამზადებენ სლაიდებს,მონაწილეობენ პროექტის
წარდგენასა და მსვლელობაში.
11 პროექტის ხელმძღვანელი:მასწავლებელი
12 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ტამუნადეამარი@გმაილ.ცომ>
13 პროექტის ვებ გვერდი- ბლოგი: ჰტტპ://ტამუნადეამარი.ბლოგსპოტ.ცომ





Friday, July 11, 2014

სურათის დამატება

დაარსება
 

აბანოთუბანითბილისის უძველესი უბანი
Searchtool-80%.png       მთავარი სტატია : თბილისის დაარსება.
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. . IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელისპიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

დედაქალაქი


თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671
ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI . დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთითთაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კიწავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი


იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.

უცხოელთა გავლენა

ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის მდგრადობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საქართველოს დედაქალაქის ბედთან. 570—580 წლებში ქალაქს სპარსელები ფლობდნენ. 627 წელს თბილისს ალყა შემოარტყა ბიზანტიელი იმპერატორის ჰერაკლე კეისრისა და ხაზარების გაერთიანებულმა ლაშქარმა. ქალაქი ვერ აიღეს. ჰერაკლემ მიატოვა თბილისი და შუამდინარეთისკენ დაიძრა. 628 წელს ხაზარები კვლავ მოადგნენ თბილისს ყიბღუხაკანის მეთაურობით, აიღეს ქალაქი და სასტიკად ააოხრეს იგი. 735—737 წლებშიარაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ) დაიპყრო. ამიერიდან თბილისი ახლად წარმოქმნილი თბილისის საამიროს ცენტრი ხდება. 764 წელს ქალაქი ხაზარებმა დაარბიეს. 853 წელს თბილისში ხალიფას ხელისუფლების განმტკიცების მიზნით დალაშქრა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა. 1037—1051 წლებში მეფე ბაგრატ IV- არაერთხელ სცადა თბილისის დაკავება, მაგრამ ქვეყანაში არსებული არამყარი პოლიტიკური ვითარების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 1045 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთაუხუცესთა საბჭოს ხელში გადავიდა. 1068 წელს თბილისი თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქს ისევ უხუცესთა საბჭოს მართავდა.

Thursday, July 10, 2014

სკოლის მისია

         79- საჯარო სკოლა უზრუნველყოფს:

აღზარდოს მოსწავლეები, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნებებად. თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და აუცილებელი ცოდნით;
მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების წარმატებით დაძლევას;

მოსწავლეებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებების დაცვის და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად